საგარანტიო შემთხვევების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი კია საქართველო
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
კორეული საავტომობილო კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში “კია საქართველო”, ეძებს გუნდის ახალ წევრს, საგარანტიო შემთხვევების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო დრო – ორშაბათი-პარასკევი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
შაბათი - 10:00 სთ- 16:00 სთმდე
ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი;
მისამართი – ქ.თბილისი აღმაშენებლის ხეივანი #84 ვებ საიტი - https://www.kia.com/ge/

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
  • საგარანტიო შემთხვევით შემოსული მომხმარებლისთვის სერვისის მიწოდების სრული პროცესის კურიება და მონიტორინგი;
  • მომხმარებლის საჩივრის გადამოწმება და განაცხადის შევსება მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით;
  • პრობლემური საკითხის დეტალური შესწავლა, პრობლემის სრულყოფილად იდენტიფიცირებისთვის;
  • პორბლემის იდენტიფიცირების შემდეგ ავტომობილის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
  • საგარანტიო შემთხვევისათვის ან სხვა საჭიროებისამებრ სათადარიგო ნაწილების შეკვეთა და მოწოდების პროცესის მონიტორინგი;
  • გამოვლენილი პრობლემის გადამოწმება ქარხნის პორტალზე, მისი გადაწყვეტის გზის უკვე არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციის გაცნობა და ასევე მიწოდება შესაბამისი სპეცილაისტისათვის;
  • სერვისში შესრულებული სამუშაოების კონტროლი, ქარხნის რეკომენდაციების დაცვით;
  • ქარხნის რეკომენდაციის მიხედვით სახარჯი და სათადარიგო მასალების გამოყენების მონიტორინგი;
  • ტექნიკურ საკითხებზე, ქარხანასათან კომუნიკაცია ელექტორნული პორტალის საშუალებით;
  • საგარანტიო შემთხვევბის მართვის დასრულებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და მათი სწორად შევსება;
  • სერვისის დასრულების შემდეგ აღდგენილი ავტომობილის დაბრუნება სერვსისი მენეჯერთან;
  • სათადარიგო ნაწილების შეკვეთა მომწოდებელთან და მოწოდების პროცესის მონიტორინგი;
  • ბრენდის მიერ დადგენილი საგარნტიო პოლიტიკს სხვა მოთხოვნებიდან გამომდინარე ფუნქციების შერულება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • სავალდებულოა საავტომობილო ინდუსტრიაში, ავტოსერვისში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საავტომობილი ინდუსტრიაში საგარანტიო შემთხვევების მართვის გამოციდლება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • microsoft office ცოდნა;

სხვა მოთხოვნები:
  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევების ფლობა;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • მოტივირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

შერჩევის ეტაპი:
  • გასაუბრების პირველი ეტაპი (დისტანციურად);
  • გასაუბრების მეორე ეტაპი;

თუ ფიქრობთ, რომ ფლობთ შესაბმის უნარებს, კომპეტენციებსა და გამოცდილებას, შემოგვიერთდით. ჩვენ გთავაზობთ, მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - HR@Kia.ge .
გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - საგარანტიო შემთხვევების სპეცილისტი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 20.02.2025 წ.

„კია საქართველო“ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. "კია საქართველო" - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველო" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.