სუფთა სამყარო აცხადებს ვაკანსიას პოზიციზე: ავტოპარკის მენეჯერი
პროფესიონალური დასუფთავების კომპანია „სუფთა სამყარო“ 18 წელია დასუფთავების მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.
როდესაც შემოუერთდებით „სუფთა სამყარო“-ს, მაშინვე გახდებით მეგობრული ადამიანების გუნდის ნაწილი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილება.
სამუშაოს მოკლე აღწერილობა: ავტოპარკის მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა და მოვლა-შენახვაზე. მან უნდა უზრუნველყოს კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა, მოვლა-შენახვა და განკარგვა, ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მითითებების შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ორგანიზება გაუწიოს კომპანიისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენას და გაყიდვას, საჭიროების შემთხვევაში;
- უზრუნველყოს კომპანიის ავტომანქანების მოვლა-შენახვა, მათ შორის: უზრუნველყოს ავტომანქანების რეგულარული სერვისი და შეკეთება დაზიანების შემთხვევაში; მოლაპარაკებები აწარმოოს და ითანამშრომლოს ავტოსამრეცხაოებთან კომპანიის ავტომანქანების რეცხვის მომსახურების თაობაზე;
- უზრუნველყოს ავტომანქანების დაზღვევა; კომუნიკაცია იქონიოს სადაზღვევო კომპანიასთან სადაზღვევო შემთხვევების დადგომისას და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი;
- აკონტროლოს ავტომანქანების ტექდათვალიერების ვადები და მიაწოდოს ინფორმაცია მძღოლებს; წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია ბუღალტერიაში აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორებისათვის;
- განახორციელოს ავტომანქანების პარკირების საშვების შეძენა და ვადების კონტროლი; აკონტროლოს ავტომანქანების ჯარიმების ვადები და ორგანიზება გაუწიოს მათ დროულად გადახდას;
- შეიძინოს საწვავი და აკონტროლოს მარაგები; განკარგოს საწვავის ბარათები და ლიმიტები;
- მართოს საორგანიზაციო საკითხები ჯიპიესის მიმართულებით, მათ შორის, ჯიპიესის კონტროლის პორტალზე მართოს კომპანიის კლიენტების მისამართების ბაზები;
- დაიქირავოს ამწე-კალათი და დამატებითი ავტომანქანები მოთხოვნისამებრ.
დამატებითი ფუნქცია:
- საჭიროების შემთხვევაში, იშვიათად, ავტოპარკის მენეჯერს შესაძლოა მოუწიოს მცირე სარემონტო-შესაკეთებელი სამუშაოებისათვის ხელოსნების ან სერვის-კომპანიების მოძიება-შერჩევა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაკონტროლება ასევე, შესაბამისი სამეურნეო მასალის შეძენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook Excel,) ცოდნა;
პიროვნული თვისებები
- ორგანიზების უნარი;
- სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. დისტანციურად
- ანაზღაურება: 1200 ლარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: cleanworld.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „სუფთა სამყარო“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.