„ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.
"ვენგო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; ჭავჭავაძის 37ბ;
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00 – 18:00;
დასვენების დღე: შაბათი - კვირა
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. როგორც ფიქსირებული ანაზღაურება ასევე ბონუსი იზრდება შედეგების ზრდასთან ერთად და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
მოვალეობები:
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
- კომპანიის სერვისების და პროდუქტების კარგი ცოდნა;
- ფასის და სხვა პირობების შეთანხმება, დაკონტრაქტება;
- მიმდინარე შეკვეთების და გზავნილების მონიტორინგი;
- აქტივობების და მონაცემების სისტემაში შეყვანა და ასახვა;
მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება;
- სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
- კომპიუტერული პროგრამების სწრაფი შესწავლის უნარი;
- გუნდურობა;
- კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ , გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@vengo.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში „subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: „გაყიდვების მენეჯერი“
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!