გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 17 იან - 15 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@vengo.ge
„ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.

"ვენგო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; ჭავჭავაძის 37ბ;
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00 – 18:00; 
დასვენების დღე: შაბათი - კვირა
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. როგორც ფიქსირებული ანაზღაურება ასევე ბონუსი იზრდება შედეგების ზრდასთან ერთად და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. 

მოვალეობები:
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
  • კომპანიის სერვისების და პროდუქტების კარგი ცოდნა;
  • ფასის და სხვა პირობების შეთანხმება, დაკონტრაქტება;
  • მიმდინარე შეკვეთების და გზავნილების მონიტორინგი;
  • აქტივობების და მონაცემების სისტემაში შეყვანა და ასახვა;

მოთხოვნები:
  • გამართული მეტყველება; 
  • სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების სწრაფი შესწავლის უნარი;
  • გუნდურობა;
  • კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ , გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@vengo.ge ; გთხოვთ, სათაურის ველში „subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: „გაყიდვების მენეჯერი“

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!