ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ავტოტექნო
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.

კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
„ავტოტექნო“ წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე „ავტოტექნოს“ გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!

ვაკანსია: ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ფიქსირებული ანაზღაურება: 1200-1500 NET (3 თვის შემდგომ + ბონუსი)

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული წინსვლას;
  • გრძელვადიან თანამშრომლობას;
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
  • ტრანსპოლრტირების უზრუნველყოფას;
  • დაზღვევასა და Fitpass-ს;
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
  • მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
  • 24 + 4 საშვებულებო დღეს;
  • შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, შესყიდვების სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვასა და ორგანიზებაში ჩართულობა;
  • ბაზრის შესწავლის პროცესში, კონკრეტული მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასისა და მოლაპარაკებების წარმოებაში ჩართულობა;
  • მომწოდებლებთან ვერბალური და წერილობითი ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და პროგრამული ასახვა;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის წარმოება;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პოზიციასთან დაკავშირებული უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
  • სასურველია აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა.

კონკურსის ეტაპები:
  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
  • გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ადგილობრივი შესყიდვების სპეციალისტი“.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!