შესყიდვების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ბიოქიმფარმი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)
ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.
კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www. biochimpharm.ge ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/biochimpharm

კომპანია ბიოქიმფარმი აცხადებს კონკურსს შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე:

სამუშაო ადდგილი: თბილისი, ლევან გოთუას N8
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დამატებით ანაზღაურებად Day Off-ებს;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს, პროფესიული ზრდის შესაძლებლობას GMP სტანდარტის შესაბამის ფარმაცევტულ საწარმოსა და ფარმაცევტული ხარისხის მართვის სფეროში.

პასუხისმგებლობები:
  • ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მომწოდებლების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • წლის ჭრილში გეგმიური შეკვეთების გაწერა და შესყიდვების ორგანიზება;
  • შესყიდვებისთვის საჭირო ანგარიშწორების მართვა, ხელშეკრულების გამზადება და მონიტორინგი;
  • ლოჯისტიკურ კომპანიებთან კომუნიკაცია და საბაჟომდე პროდუქციის ჩამოტანის უზრუნველყოფა;
  • საბაჟო ოპერაციებისთვის საჭირო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
  • დანახარჯის კონტროლი და კოორდინირებული მუშაობა ფინანსურ განყოფილებასთან;
  • შესყიდვამდე ბაზრის მოკვლევა და საუკეთესო ალტერნატივის გადაწყვეტა;
  • კვარტალური/ყოველწლიური რეპორტის წარმოება კომპანიის მმართველი გუნდთან, მოთხოვნისამებრ.

კვალიფიკაცია:
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საერთაშორისო ბაზრის კვლევისა და შესყიდვების სრული ციკლის ცოდნა;
  • აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია ფარმაცევტულ, ან მომიჯნავე ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისურისა და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:
  • კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებების უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@geophage.ge და ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.