უმცროსი პროექტების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ლაქტალის ჯორჯია - სანტე
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: პროექტების მართვა
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ  ცნობილ ბრენდებს,  როგორებიცაა:  სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პროექტების მენეჯერის პოზიციაზე 
 
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.; 
განაკვეთი: სრული; 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ინდუსტრიული პროექტების დაგეგმვაში ჩართულობა, კოორდინაცია და ზედამხედველობა დასაწყისიდან დასრულებამდე; 
  • კაპიტალური დანახარჯების ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა, კონტროლი და შესრულების მონიტორინგი;  
  • პროექტების დეტალური გეგმის განსაზღვრა (განრიგი, რესურსები, ბიუჯეტი); 
  • პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და ანგარიშგება, რეგულარული რეპორტინგი მენეჯმენტთან; 
  • ქვეკონტრაქტორებთან/მომწოდებლებთან ურთიერთობა და საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა; 
  • დაქირავებული კონტრაქტორების კონტროლი; 
  • საუკეთესო პრაქტიკების/გაიდლაინების/ჩანაწერების შექმნა და შეგროვება;  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);  
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვაში; 
  • ტექნიკური კომპეტენციები (თემოდინამიკა, სითხეების დინამიკა, საბაზისო ელექტროობა); 
  • პროექტების მართვის მეთოდოლოგიებისა და ინსტრუმენტების ცოდნა. 
  • პროგრამების ცოდნა: MS Office, AutoCAD; 
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური (სამუშაო დონეზე) და რუსული (საშუალო დონეზე) ენის ცოდნა;  
 
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:  
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • დროის მენეჯმენტი; 
  • ეფექტური კომუნიკაცია/მოლაპარაკება; 
  • პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი; 
  • ორგანიზებული; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - უმცროსი პროექტების მენეჯერი. 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 5 თებერვალი. 
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სეხელშეკრულობო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.