ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას
უმცროსი პროექტების მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.;
განაკვეთი: სრული;
ძირითადი მოვალეობები:
- ინდუსტრიული პროექტების დაგეგმვაში ჩართულობა, კოორდინაცია და ზედამხედველობა დასაწყისიდან დასრულებამდე;
- კაპიტალური დანახარჯების ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა, კონტროლი და შესრულების მონიტორინგი;
- პროექტების დეტალური გეგმის განსაზღვრა (განრიგი, რესურსები, ბიუჯეტი);
- პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და ანგარიშგება, რეგულარული რეპორტინგი მენეჯმენტთან;
- ქვეკონტრაქტორებთან/მომწოდებლებთან ურთიერთობა და საორგანიზაციო საკითხებში ჩართულობა;
- დაქირავებული კონტრაქტორების კონტროლი;
- საუკეთესო პრაქტიკების/გაიდლაინების/ჩანაწერების შექმნა და შეგროვება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვაში;
- ტექნიკური კომპეტენციები (თემოდინამიკა, სითხეების დინამიკა, საბაზისო ელექტროობა);
- პროექტების მართვის მეთოდოლოგიებისა და ინსტრუმენტების ცოდნა.
- პროგრამების ცოდნა: MS Office, AutoCAD;
- უცხო ენების ცოდნა: ინგლისური (სამუშაო დონეზე) და რუსული (საშუალო დონეზე) ენის ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- დროის მენეჯმენტი;
- ეფექტური კომუნიკაცია/მოლაპარაკება;
- პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
- ორგანიზებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე
hr@ge.lactalis.com გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - უმცროსი პროექტების მენეჯერი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა
2025 წლის 5 თებერვალი. გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სეხელშეკრულობო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.