კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ იურისტს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების - წესდებების, დებულებების, წესების, ხელშეკრულებების, შექმნა/რედაქტირება/თარგმნა და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სასამართლო საქმეების წარმოება, მათ შორის სარჩელების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- კორესპონდენციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში საპასუხო წერილების მომზადება;
- კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
- მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების პერიოდული ანალიზი;
- ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;
- სასამართლოში საქმის წარმოების გამოცდილება;
- ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით;
- აუციელებელია ინგლისური ენის ცოდნა;
- Microsoft Office-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 15 თებერვლის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.