იურისტი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 16 იან - 14 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
იურიდიული:  იურისტი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ იურისტს  და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების - წესდებების, დებულებების, წესების, ხელშეკრულებების,  შექმნა/რედაქტირება/თარგმნა და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • სასამართლო საქმეების წარმოება, მათ შორის სარჩელების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  • კორესპონდენციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში საპასუხო წერილების მომზადება; 
  • კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; 
  • მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების პერიოდული ანალიზი;
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;
  • სასამართლოში საქმის წარმოების გამოცდილება;
  • ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით;
  • აუციელებელია ინგლისური ენის ცოდნა; 
  • Microsoft Office-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 15 თებერვლის  ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.