პროდუქციის შესყიდვების განყოფილების უფროსი

თბილისი, ბათუმი სრული განაკვეთი ზღვა ლუდი
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
კომპანია "ზღვა ლუდი"  აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შესყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციაზე. 
ლოკაცია: თბილისი და ბათუმი
  
ძირითადი ვალდებულებები:
  • საქონლის შესყიდვის ორგანიზება და მართვა კომპანიის მთელი სავაჭრო ასორტიმენტისთვის;
  • ასორტიმენტის ფორმირება, შესყიდვის მოცულობის განსაზღვრა და ფასწარმოქმნაში მონაწილეობა;
  • შესაძენი პროდუქციის ფასებისა და პირობების მაქსიმალური კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა;
  • შესყიდვების მენეჯერების სწავლება და ზედამხედველობა;
  • საზღვარგარეთიდან შესყიდვების პროცესებში პირადი ჩართულობა;
  • შესყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა და აქტიური მონიტორინგი;
  • მომწოდებლებთან მუშაობა;
  • კომპანიის მისაწოდებელი ფასების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების პარალელურად, მარჟის მიზნების მიღწევა და დაკმაყოფილება;
  • შესყიდვების მენეჯერების საქმიანობის მონიტორინგი;
  • შესასყიდი პროდუქციის ხარისხისა და ფასის კონტოლი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერის ცოდნა მაღალ დონეზე;
  • აუცილებელია ქართული და რუსული ენების ცოდნა; ინგლისური სასურველია;
  • RS.ge- ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად

ჩვენგან:
  • ოფიციალური ხელშეკრულება
  • მობილური კომუნიკაციისა და ინტერნეტის დაფარვა
  • ანაზღაურება: 2000-2500
  • სამუშაო გრაფიკი:  5/2 09:00-18:00 (შესვენების ჩათვლით)

დაინტერესების შემთხვევაში,გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე : staff@zgvaludi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „შესყიდვების განყოფილების უფროსი“
გისურვებთ წარმატებას!