კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შესყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი და ბათუმი
ძირითადი ვალდებულებები:- საქონლის შესყიდვის ორგანიზება და მართვა კომპანიის მთელი სავაჭრო ასორტიმენტისთვის;
- ასორტიმენტის ფორმირება, შესყიდვის მოცულობის განსაზღვრა და ფასწარმოქმნაში მონაწილეობა;
- შესაძენი პროდუქციის ფასებისა და პირობების მაქსიმალური კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა;
- შესყიდვების მენეჯერების სწავლება და ზედამხედველობა;
- საზღვარგარეთიდან შესყიდვების პროცესებში პირადი ჩართულობა;
- შესყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა და აქტიური მონიტორინგი;
- მომწოდებლებთან მუშაობა;
- კომპანიის მისაწოდებელი ფასების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების პარალელურად, მარჟის მიზნების მიღწევა და დაკმაყოფილება;
- შესყიდვების მენეჯერების საქმიანობის მონიტორინგი;
- შესასყიდი პროდუქციის ხარისხისა და ფასის კონტოლი;
ძირითადი მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერის ცოდნა მაღალ დონეზე;
- აუცილებელია ქართული და რუსული ენების ცოდნა; ინგლისური სასურველია;
- RS.ge- ზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
ჩვენგან:- ოფიციალური ხელშეკრულება
- მობილური კომუნიკაციისა და ინტერნეტის დაფარვა
- ანაზღაურება: 2000-2500
- სამუშაო გრაფიკი: 5/2 09:00-18:00 (შესვენების ჩათვლით)
დაინტერესების შემთხვევაში,გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე : staff@zgvaludi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „შესყიდვების განყოფილების უფროსი“გისურვებთ წარმატებას!