უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი/მანდატური

მივლინება: არა
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: განათლების სექტორი
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი (მანდატური) ქალაქ თბილისში.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს  სამ უმსხვილეს კამპუსს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
 „პროგრესი“ 2002 წელს დაარსდა  და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - „College Board”-ის მიერ. 
 „პროგრესს“ ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced,“ ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.
ეს ყოველივე „პროგრესს“ ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში! 
ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად! 
მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!
დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: 

თანამდებობის დასახელება: უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის სპეციალისტი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა:  ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.N39.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული (9 დან 6 საათამდე (1 საათი შესვენება))
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

პოზიციის მიზანი 
უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი (მანდატური) პასუხისმგებელია სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის მხარდაჭერა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
  • სკოლის შენობას და მის  მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგი; 
  • შესაძლებლობის ფარგლებში აღკვეთს სკოლაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ან გამოვლენილ სამართალდარღვევას და მათ შესახებ ინფორმაციას აწვდის  შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს;
  • მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლის სამართლის დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • მოსწავლეთა მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებსა და სკოლის დირექციას აწვდის ინფორმაციას  სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა ქცევის შესახებ;
  • საგანგებო სიტუაციებში  (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) ხელს უწყობს მოსწავლეთა, სკოლაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების ევაკუაციას;
  • ასრულებს მედიატორის როლს  დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის,  ავლენს კონფლიქტურ სიტუაციებს და  მონაწილეობს მათ მოგვარებაში; 
  • მონაწილეობას იღებს სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან  შეხვედრებში;
  • აკონტროლებს მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა მიერ   სასწავლო და სამუშაო დისციპლინის დაცვა  სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად;
  • სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ქმნის  ელექტრონული საინფორმაციო ბაზას;
  • ზრუნავს სკოლოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულ მუშაობაზე. დაზიანების შემთხვევაში აცნობებს დირექტორს და იღებს ზომებს დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად;
  • სასწავლო პროცესში ხელს უწყობს  მასწავლებელთა მხრიდან ტექნიკური (კომპიუტერი, პროექტორი, აუდიო მაგნიტოფონი)  საშუალებების გამოყენებას;
  • სკოლის ვიზიტორებისთვის კონსულტაციის გაწევა, შენობის დათვალიერება, შესაბამის პირთან გადამისამართება;
  • სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ განხორციელების მონიტორინგი; 
  • სასწავლო პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორებისა და პრობლემური საკითხების გამოვლენა, შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
  • უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელის  საქმიანობა ვრცელდება პროფესიულ განათლებაში ჩართულ პირებზეც.

თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების  მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ორგანიზაციაში ხელმძღვანელი პირების დავალებების შესრულება.   

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • სამუშაო გამოცდილება
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია საგანამანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
  • უცხო ენის ცოდნა
  • ინგლისური ენა ან/და ერთ-ერთი ევროპული ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა).

კომპეტენცია/პიროვნული მახასიათებლები
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
  • მაღალი სამუშაო აქტივობა;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისადმი მდგრადობა;
  • სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირებისა და პროფესიულ საქმიანობაში დანერგვის უნარი.
  • MS Office 

სამართლებრივი აქტების ცოდნა:
  • სამუშაოზე მიღებისას მოთხოვნილი აქტები და სხვა:
  • საქართველოს შრომის კოდექსი;
  • საქართველოს კანონი “ზოგადი განათლების შესახებ”,
  • საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ;
  • სკოლის მისია;
  • სკოლის შინაგანაწესი;
  • სკოლის სტრუქტურა;
  • თავისი სამუშაო აღწერილობა.

კონკურსანტთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებია: 
2025  წლის 15 იანვრიდან  – 31 იანვრამდე.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi@schoolprogress.ge;  

Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი   წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის  31 იანვრამდე.
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ
წარმატებებს!