ავტო სესხების რისკების ოფიცერის სტაჟირება

თბილისი სტაჟირება Swiss Capital
მივლინება: არა
ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხების რისკების ოფიცრის სტაჟირების პროგრამაზე დასაქმების პერსპექტივით. შერჩეულ კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება და ადგილზე შეისწავლონ საქმიანობა; 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ავტომობილის შეფასება, მისი კომპლექტაციისა და მასზე ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად, მისი წარმომავლობის დადგენა, ასევე საქართველოში შემოყვანამდე პირვანდელი მდგომარეობის მოძიება ფოტო და სხვა ინფორმაციული მასალებით. 
  • ავტომობილის ძარაზე ამოტვიფრული ვინ. კოდის და ტექ-პასპორტში მითითებულის იდენტურობის შემოწმება. 
  • ავტომობილის შეფასების შესახებ დასკვნის მომზადება; შეფასების საფუძველზე სესხის ოდენობის განსაზღვრა; 
  • მომხმარებლის საკერედიტო მონაცემების ანალიზი შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით; 
  • სესხის მიზნობრიობის დადგენა და შესაბამისი პროცენტული წილით დაფინანსება. 
  • ავტო-სესხის ონლაინ განაცხადის მიღება, დამუშავება და ოპერატიული რეაგირება; 
  • ფილიალის თანამშრომლებთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაცია. 
  • ხელმძღვანელისთვის უტყუარი და ობიექტურად გაანალიზებული ინფორმაციის მიწოდება საკვანძო საკითხების გადასაწყვეტად. 
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; 
 
სხვა მოთხოვნები: 
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;  
 
სამუშაო პირობები: 
  • სრული განაკვეთი;  
  • სტაჟირება: 1-2 თვე; 
  • ანაზღაურება: სტაჟირების დროს 200 ლარი, რის შემდეგაც ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად (ფიქს. + ჯანმრთელობის დაზღვევა და წლიური ბონუსი); 
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)  შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge  
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “ავტო-სესხების დამტკიცების კოორდინატორი - სტაჟიორი“.