სასწავლო ცენტრი 10x აცხადებს ვაკანსიას კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა მნიშვნელოვანი ინფორმაციით (დასაქმების ვაკანსიები,საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სამუშაო აღწერილობები, სხვ.) უზრუნველყოფა, ელექტრონულფოსტაზე გაგზავნით.
- ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მონაცემთა ანალიზი.
- პროფესიული სტუდენტებისთვის/მსმენელებისთვის ინდივიდუალური დახმარება ვაკანსიებისმოძიება, სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით
- დამსაქმებლებთან/პოტენციურ დამსაქმებლებთან საინფორმაციო შეხვედრების ადმინისტრირება
- კომპეტენცის მიკუთნებულ საკითხებზე სტატისტიკის წარმოება, ბაზის განახლება,
- დირექტორის და ხარისხის მენეჯერის წინაშე ანგარიშგება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, სხვადასხვა აქტივობების ინიცირება.
- პოტენციურ დამსაქმებლებთან კავშირი, მოლაპარაკებების წარმოება
- მონაცემების შეგროვება კურსდამთავრებულთა დასაქმების და კარიერის განითარების შესახებ,დასაქმებულ კურსდამთავრებულთა ბაზის შექმნა, კურსდამთავრებულებთან კავშირის დამყარება კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, მათი მოლოდინების/საჭიროებების შესწავლა.
- პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ავტობიოგრაფიის (CV) ბაზის შექმნა. ამ ინფორმაციის პოტენციურ დამსაქმებლებთან გაცვლა დასაქმების ხელშეწყობის მიზნებიდან გამომდინარე
- სამოქმედო გეგმაში გაწერილი მოვალეობების შესრულება, თვითშეფასება და ანგარიშგება
- კომპანიის გარე მექანიზმის თვითშეფასების პროცესში მონაწილეობა
- სპეციალური საგანამანთლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების,საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ინტეგრირების ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი (სასურველია განათლების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით).
- მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება კარიერული განვითარების ან განათლების სფეროში.
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად.
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, PowerPoint).
- დოკუმენტაციასთან მუშაობის და ანალიტიკური უნარების განვითარებული დონე.
საჭირო უნარები:
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.
- დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი.
- პრობლემების სწრაფად გადაწყვეტისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი და ორგანიზაციული პასუხისმგებლობა.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო დატვირთვა: სრული ან ნახევარი განაკვეთი (შეთანხმებისამებრ)
ანაზღაურება: გამოცდილების და სამუშაო დატვირთვის შესაბამისად
შერჩევის ეტაპები და ვადები:
დაინტერესებული პირების მიერ, მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული წესით გამოგზავნა ელ. ფოსტაზე info@10x.edu.ge 10 იანვრიდან 10 თებერვლამდე.
შერჩეულ კანდიდათებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 14 თებერვლისა.
კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების შეჯამება, შერჩეული კანდიდატების წარდგენა დირექტორთან და კანდიდატებისთვის ინფორმაციის მიწოდება შერჩევის/უარის შესახებ მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 21 თებერვლამდე.
ვაკანტურ პოზიციაზე წარმოსადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV)
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- პირადობის მოწმობის ასლი