კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორი
თარიღები: 14 იან - 10 თებ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები:  ტრენინგის და განვითარების სპეციალისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@10x.edu.ge
სასწავლო ცენტრი 10x აცხადებს ვაკანსიას კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა მნიშვნელოვანი ინფორმაციით (დასაქმების ვაკანსიები,საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სამუშაო აღწერილობები, სხვ.) უზრუნველყოფა, ელექტრონულფოსტაზე გაგზავნით.
  • ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მონაცემთა ანალიზი.
  • პროფესიული სტუდენტებისთვის/მსმენელებისთვის ინდივიდუალური დახმარება ვაკანსიებისმოძიება, სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით
  • დამსაქმებლებთან/პოტენციურ დამსაქმებლებთან საინფორმაციო შეხვედრების ადმინისტრირება
  • კომპეტენცის მიკუთნებულ საკითხებზე სტატისტიკის წარმოება, ბაზის განახლება,
  • დირექტორის და ხარისხის მენეჯერის წინაშე ანგარიშგება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, სხვადასხვა აქტივობების ინიცირება.
  • პოტენციურ დამსაქმებლებთან კავშირი, მოლაპარაკებების წარმოება
  • მონაცემების შეგროვება კურსდამთავრებულთა დასაქმების და კარიერის განითარების შესახებ,დასაქმებულ კურსდამთავრებულთა ბაზის შექმნა, კურსდამთავრებულებთან კავშირის დამყარება კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, მათი მოლოდინების/საჭიროებების შესწავლა.
  • პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ავტობიოგრაფიის (CV) ბაზის შექმნა. ამ ინფორმაციის პოტენციურ დამსაქმებლებთან გაცვლა დასაქმების ხელშეწყობის მიზნებიდან გამომდინარე
  • სამოქმედო გეგმაში გაწერილი მოვალეობების შესრულება, თვითშეფასება და ანგარიშგება
  • კომპანიის გარე მექანიზმის თვითშეფასების პროცესში მონაწილეობა
  • სპეციალური საგანამანთლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების,საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ინტეგრირების ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი (სასურველია განათლების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით).
  • მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება კარიერული განვითარების ან განათლების სფეროში.
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად.
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, PowerPoint).
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის და ანალიტიკური უნარების განვითარებული დონე.

საჭირო უნარები:
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი.
  • პრობლემების სწრაფად გადაწყვეტისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი და ორგანიზაციული პასუხისმგებლობა.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო დატვირთვა: სრული ან ნახევარი განაკვეთი (შეთანხმებისამებრ)
ანაზღაურება: გამოცდილების და სამუშაო დატვირთვის შესაბამისად

შერჩევის ეტაპები და ვადები:
დაინტერესებული პირების მიერ, მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული წესით გამოგზავნა ელ. ფოსტაზე info@10x.edu.ge 10 იანვრიდან 10 თებერვლამდე.
შერჩეულ კანდიდათებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 14 თებერვლისა.
კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების შეჯამება, შერჩეული კანდიდატების წარდგენა დირექტორთან და კანდიდატებისთვის ინფორმაციის მიწოდება შერჩევის/უარის შესახებ მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 21 თებერვლამდე.

ვაკანტურ პოზიციაზე წარმოსადგენი დოკუმენტები:
  • რეზიუმე (CV)
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • პირადობის მოწმობის ასლი