ქსელური ობიექტების გაყიდვების აგენტი

ბათუმი სრული განაკვეთი G&A GROUP
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 3000
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვების აგენტი
 შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი ,,ნობათის’’ გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და ,,ხინდას’’ ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. 
 
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას ქ.  ბათუმში - ქსელური ობიექტების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე 
ანაზღაურება : 800 ₾ დან 3000 ₾ მდე გამომუშავებით

ფუნქცია მოვალეობები:
  • მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
  • ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება.
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და რესურსების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება სადისტრიბუციო სფეროში (გაყინულ ხორცპროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)

დამატებითი მოთხოვნები:
  • საკუთარი ავტომობილის ყოლა, (კომპანია ანაზღაურებს საწვავის/ცვეთის ხარჯებს);
  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;

პიროვნული თვისებები:
  • ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge (სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
ან დაგვიკავშირდით:  , +995 595 39 99 93