გაყიდვების აგენტი

თელავი სრული განაკვეთი G&A GROUP
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 2500
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვების აგენტი
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, სამი ბრენდით ,,ნობათი’’-ს  გაყინული ხორცპროდუქტებით,  "რერა" პრემიუმ ხარისხის ნახევარფაბრიკატებით და ,,ხინდა" ეკონომ კლასის ნახევარფაბრიკატებით, მთელი საქართველოს მაშტაბით

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას კახეთში  გაყიდვების აგენტის პოზიციაზე 
(გთხოვთ თუ ვერ აკმაყოფილებთ, ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, განაცხადს ნუ გამოგვიგზავნით)
და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის ზუსტი დასახელება.

აუცილებელი მოთხოვნები :
  • უძრავი ქონებით უზრუნველჰყოფა
  • საკუთარი ავტომობილი -  (საწვავისა და ცვეთის ხარჯს ანაზღაურებს კომპანია)

ანაზღაურება ფიქსირებული 800₾ და გამომუშავებით  2500 ₾-მდე

ფუნქცია მოვალეობები:
  • მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
  • ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება.
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და რესურსების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება სადისტრიბუციო სფეროში (გაყინულ ხორცპროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)

პიროვნული თვისებები:
  • ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge (სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
ან დაგვიკავშირდით:  +995595399993