შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი ,,ნობათის’’ გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და ,,ხინდას’’ ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას ქ. ბათუმში - ქსელური ობიექტების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე
ანაზღაურება : 800 ₾ დან 3000 ₾ მდე გამომუშავებით
ფუნქცია მოვალეობები:
- მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან;
- ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
- გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
- კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
- დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
- ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება.
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და რესურსების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება სადისტრიბუციო სფეროში (გაყინულ ხორცპროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
დამატებითი მოთხოვნები:
- საკუთარი ავტომობილის ყოლა, (კომპანია ანაზღაურებს საწვავის/ცვეთის ხარჯებს);
- უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;
პიროვნული თვისებები:
- ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge (სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
ან დაგვიკავშირდით: , +995 595 39 99 93