სუფთა სამყარო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შესყიდვების სპეციალისტი
პროფესიონალური დასუფთავების კომპანია „სუფთა სამყარო“ 18 წელია დასუფთავების მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.
როდესაც შემოუერთდებით „სუფთა სამყარო“-ს, მაშინვე გახდებით მეგობრული ადამიანების გუნდის ნაწილი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- შეიმუშავოს და დანერგოს შესყიდვების პოლიტიკა და პროცედურები;
- რეგულარულად აწარმოოს დასუფთავების სფეროში გამოსაყენებელი ტექნიკის, ინვენტარის და მასალების ბაზრის კვლევა/ანალიზი;
- შეადგინოს შესყიდვების გეგმა და განსაზღვროს შესაბამისი ბიუჯეტი;
- ჩაატაროს ტენდერები მომწოდებლების შერჩევის მიზნით;
- გააფორმოს ხელშეკრულებები მომწოდებლებთან;
- აწარმოოს შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
- აკონტროლოს მომწოდებლებისათვის თანხების გადახდის პროცესი;
- მოიძიოს ახალი მომწოდებლები და აწარმოოს მათთან მოლაპარაკებები პროდუქტის ხარისხთაან და ფასთან დაკავშირებით, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე;
- აკონტროლოს საწყობში არსებული მარაგები მომარაგების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და განახორციელოს შეკვეთები საჭიროების შემთხვევაში;
- აწარმოოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოების შესახებ და წარუდგინოს ხელმძღვანელობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
- შესყიდვების სპეციალისტის/მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
- Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამა „ბალანსი“-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები
- ორგანიზების და მართვის უნარი;
- სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00სთ
სამუშაო ადგილი: თბილისი, დოლიძის 2
ანაზღაურება: 2000 ლარი (საგამოცდო ვადა - 3 თვე, ანაზღაურება საგამოცდო ვადაში 1800 ლარი)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: cleanworld.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „სუფთა სამყარო“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.