შესყიდვების სპეციალისტი
თარიღები: 14 იან - 12 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი
შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: cleanworld.hr@gmail.com
სუფთა სამყარო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შესყიდვების სპეციალისტი 
პროფესიონალური დასუფთავების კომპანია „სუფთა სამყარო“ 18  წელია დასუფთავების მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.
როდესაც შემოუერთდებით „სუფთა სამყარო“-ს, მაშინვე გახდებით მეგობრული ადამიანების გუნდის ნაწილი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილება.  

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • შეიმუშავოს და დანერგოს შესყიდვების პოლიტიკა და პროცედურები; 
  • რეგულარულად აწარმოოს დასუფთავების სფეროში გამოსაყენებელი ტექნიკის, ინვენტარის და მასალების ბაზრის კვლევა/ანალიზი; 
  • შეადგინოს შესყიდვების გეგმა და განსაზღვროს შესაბამისი ბიუჯეტი;
  • ჩაატაროს ტენდერები მომწოდებლების შერჩევის მიზნით;
  • გააფორმოს ხელშეკრულებები მომწოდებლებთან;
  • აწარმოოს შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
  • აკონტროლოს მომწოდებლებისათვის თანხების გადახდის პროცესი;
  • მოიძიოს ახალი მომწოდებლები და აწარმოოს მათთან მოლაპარაკებები პროდუქტის ხარისხთაან და ფასთან დაკავშირებით, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე;
  • აკონტროლოს საწყობში არსებული მარაგები მომარაგების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და განახორციელოს შეკვეთები საჭიროების შემთხვევაში;
  • აწარმოოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოების შესახებ და წარუდგინოს ხელმძღვანელობას. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  • შესყიდვების სპეციალისტის/მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
  • Excel მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • საბუღალტრო პროგრამა „ბალანსი“-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 

უნარები
  • ორგანიზების და მართვის უნარი;
  • სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
  • მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება.

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00სთ
სამუშაო ადგილი: თბილისი, დოლიძის 2
ანაზღაურება: 2000 ლარი (საგამოცდო ვადა - 3 თვე, ანაზღაურება საგამოცდო ვადაში 1800 ლარი) 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: cleanworld.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „სუფთა სამყარო“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.