შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2025 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 50%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი/ ქ. ბათუმი
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი ( საშუალო ანაზღაურება-2000 ლარი)
- მომხმარებელთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და ფორმირება;
- პროდუქციის და სერვისების შესწავლა, აღნიშნული ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მიწოდება/შეთავაზება;
- მომხმარებლის საჭიროების მიხედვით შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია;
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან შეხვედრების დაგეგმვა;
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია;
- გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა;
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან მონათესავე განხრით);
- საწევარა და სადისტრიბუციო მძიმე ტექნიკის გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენა - B1 დონე;
- რუსული ენა - B2 დონე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დროის ეფექტურად მართვა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- პუნქტუალურობა.
კონკურსის ეტაპები:
- შესარჩევი სიის მომზადება;
- გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
- გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადი შემდეგ ლინკზე: https://forms.clickup.com/9018061792/f/8cr9cz0-71858/G487AFJKEJYMEVJNO0
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
ავტოტექნოს შერჩევის გუნდის საკონტაქტო:
ელ.ფოსტა: career@autotechno.ge
ნომერი: +995 577 173 421; +995 577 988 345
გისურვებთ წარმატებასა და კარიერულ წინსვლას!