სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
ვაცხადებთ ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ხარისხის დირექტორი
თანამდებობრივი მოვალეობები:
- ხარისხის სამსახურის მუშაობის კოორდინირება და მართვა.
- ინტეგრირებული მართვის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
- ორგანიზაციის განყოფილებების კოორდინირება, შემოწმება და დახმარება მართვის სისტემის შემუშავებაში, დანერგვაში და ფუნქციონირებაში.
- შიდა და გარე აუდიტების ჩატარების ორგანიზება და კოორდინირება.
- მომხმარებლთა პრეტენზიებზე და მიღებულ რეკლამაციებზე მუშაობა.
- ტექნიკური დოკუმენტაციის, მეთოდოლოგიების და ინსტრუქციების შემუშავება.
- მომწოდებელთან მუშაობა მიწოდებული პროდუქციის ხარისხის საკითხებზე.
- ხარისხის მართვის სისტემებისა და პროდუქციის უსაფრთხოებაზე თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება.
- ხარისხის სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება: ტექნიკური (სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, ტექნოლოგი, ინჟინერი და სხვ.); ქიმიკოსი.
- აუცილებელია სტანდარტების ცოდნა ISO 9001, FSSC 22000, ISO 45001. სხვა დამატებითი სტანდარტის ცოდნას მივესალმებით.
- წინა დაკავებული თანამდებობა – ხარისხის მენეჯერი, ლაბორატორიის უფროსი, შიდა აუდიტორი. საქმიანობის სფერო: ლაბორანტი – ქიმიკოსი; ტექნოლოგი; ინჟინერი.
- საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
- პერსონალის მართვის უნარი.
- წარმოების ხარისხის კონტროლის განხორციელების გამოცდილება.
- ქართული, რუსული/უკრაინული ენების თავისუფლად ფლობა; ბიზნეს ინგლისურის ცოდნა.
- საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარი MS Office; Excell.
- მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან პროდუქციის ხარისხის თაობაზე მოლაპარაკებების უნარი.
პიროვნული თვისებები:
- ლიდერული თვისებები, პროაქტიულობა.
- გუნდთან კომუნიკაციის და მუშაობის უნარი.
- მიზანდასახულობა.
- პუნქტუალურობა.
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
- საკუთარ სფეროში კომპეტენტურობა.
- ახალი მეთოდების მოძიების და დანერგვის უნარი.
- სტრესგამძლე.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა – ქ. რუსთავი, საქართველო. სამუშაო გრაფიკი 08:00-დან 17:00-მდე, შაბათი და კვირა დასვენება.
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე.
პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.
ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს: ჯანმრთელობის დაზღვევა; ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში); კორპორატიულ ნომერი; კვება; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი).
რეზიუმე გამოაგზავნეთ ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ინგლისურ ან რუსულ ენაზე ელ. მისამართზე viktoriya.kovalenko@caucasianpet.com