ხარისხის დირექტორი
თარიღები: 14 იან - 12 თებ
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული ინგლისური რუსული
წარმოება/ოპერაციები:  ხარისხის კონტროლი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com
სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში

ვაცხადებთ ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ხარისხის დირექტორი

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • ხარისხის სამსახურის მუშაობის კოორდინირება და მართვა. 
  • ინტეგრირებული მართვის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 
  • ორგანიზაციის განყოფილებების კოორდინირება, შემოწმება და დახმარება მართვის სისტემის შემუშავებაში, დანერგვაში და ფუნქციონირებაში.
  • შიდა და გარე აუდიტების ჩატარების ორგანიზება და კოორდინირება. 
  • მომხმარებლთა პრეტენზიებზე და მიღებულ რეკლამაციებზე მუშაობა. 
  • ტექნიკური დოკუმენტაციის, მეთოდოლოგიების და ინსტრუქციების  შემუშავება.
  • მომწოდებელთან მუშაობა მიწოდებული პროდუქციის ხარისხის საკითხებზე.  
  • ხარისხის მართვის სისტემებისა და პროდუქციის უსაფრთხოებაზე თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება.
  • ხარისხის სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვა. 

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება: ტექნიკური (სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, ტექნოლოგი, ინჟინერი და სხვ.); ქიმიკოსი.
  • აუცილებელია სტანდარტების ცოდნა ISO 9001, FSSC 22000, ISO 45001. სხვა დამატებითი სტანდარტის ცოდნას მივესალმებით.
  • წინა დაკავებული თანამდებობა – ხარისხის მენეჯერი, ლაბორატორიის უფროსი, შიდა აუდიტორი. საქმიანობის სფერო: ლაბორანტი – ქიმიკოსი; ტექნოლოგი; ინჟინერი.
  • საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
  • პერსონალის მართვის უნარი.
  • წარმოების ხარისხის კონტროლის განხორციელების გამოცდილება. 
  • ქართული, რუსული/უკრაინული ენების თავისუფლად ფლობა; ბიზნეს ინგლისურის ცოდნა. 
  • საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარი MS Office; Excell.
  • მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან პროდუქციის ხარისხის თაობაზე მოლაპარაკებების უნარი. 

პიროვნული თვისებები:
  • ლიდერული თვისებები, პროაქტიულობა. 
  • გუნდთან კომუნიკაციის და მუშაობის უნარი.
  • მიზანდასახულობა.
  • პუნქტუალურობა. 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი. 
  • საკუთარ სფეროში კომპეტენტურობა.
  • ახალი მეთოდების მოძიების და დანერგვის უნარი. 
  • სტრესგამძლე. 

სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა – ქ. რუსთავი, საქართველო. სამუშაო გრაფიკი 08:00-დან 17:00-მდე, შაბათი და კვირა დასვენება.
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე. 
პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე. 
ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს:  ჯანმრთელობის დაზღვევა; ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში); კორპორატიულ ნომერი; კვება; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი).

რეზიუმე გამოაგზავნეთ ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ინგლისურ ან რუსულ ენაზე ელ. მისამართზე viktoriya.kovalenko@caucasianpet.com