არქიტექტორი

თბილისი სრული განაკვეთი X-Architecture
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: არქიტექტორი
არქიტექტურული კომპანია იქს-არქიტექტურა / X-Architecture წარმოადგენს თანამედროვე ექსპერიმენტალურ არქიტექტორთა გუნდს რომელიც ეძებს გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ არქიტექტორს. ჩვენ გუნდს გააჩნია მრავალმხრივი გამოცდილება საზოგადოებრივი ნაგებობების დაპროექტებაში, როგორიცაა: აეროპორტები, ცათამბჯენები და სხვა საზოგადოებრივი, საცხოვრებელი ნაგებობები.

ამჟამად ვეძებთ გამოცდილ არქიტექტორს რომელიც გაუძღვება მიმდინარე პროექტებს და მოამზადებს მუშა დოკუმანტაციას რევიტში. (უფროსი არქიტექტორის დახმარებით)

ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: არქიტექტურა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი~
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსების სისტემა (2000 ₾ - 4000 ₾)
გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოთხოვნები:
  • გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 5 წელი მსგავს პოზიციაზე.
  • არქიტექტურული პროგრამების (Autodesk Revit) ცოდნა.
  • ახალი სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით. არქიტექტურული პროექტების მომზადება.
  • არქიტექტურულ სამსახურთან პროექტის შეთანხმება და ყველა საჭირო პროცედურის წარმოება.
  • კონსტრუქციული ნახაზების გარჩევა;
  • სამშენებლო ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება.

უნარები:
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი.
  • არგუმენტირებისა და დასაბუთების უნარი.
  • პრობლემასთან გამკლავების უნარი.
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.
  • გუნდური მართვის და მათთან მუშაობის უნარი.
  • პუნქტუალობა და დროის რაციონალურად გადანაწილების უნარი.
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა.

სამუშაოს აღწერა:
  • საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
  • მუშა ნახაზის შედგენა და/ან რევიზია;
  • მშენებლობის პროცესში ობიექტის კოორდინაცია-ზედამხედველობა;
  • პროექტის სრული კომპლექტაციის მომზადების შედგენა/ორგანიზება, საპროექტო გუნდის კონტროლი/მენეჯმენტი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV, პორტფოლიო(მაქს. 15მბ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@x-architecture.co.uk სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს! www.x-architecture.co.uk