არქიტექტურული კომპანია იქს-არქიტექტურა / X-Architecture წარმოადგენს თანამედროვე ექსპერიმენტალურ არქიტექტორთა გუნდს რომელიც ეძებს გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ არქიტექტორს. ჩვენ გუნდს გააჩნია მრავალმხრივი გამოცდილება საზოგადოებრივი ნაგებობების დაპროექტებაში, როგორიცაა: აეროპორტები, ცათამბჯენები და სხვა საზოგადოებრივი, საცხოვრებელი ნაგებობები.
ამჟამად ვეძებთ გამოცდილ არქიტექტორს რომელიც გაუძღვება მიმდინარე პროექტებს და მოამზადებს მუშა დოკუმანტაციას რევიტში. (უფროსი არქიტექტორის დახმარებით)
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: არქიტექტურა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი~
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსების სისტემა (2000 ₾ - 4000 ₾)
გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოთხოვნები:
- გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 5 წელი მსგავს პოზიციაზე.
- არქიტექტურული პროგრამების (Autodesk Revit) ცოდნა.
- ახალი სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით. არქიტექტურული პროექტების მომზადება.
- არქიტექტურულ სამსახურთან პროექტის შეთანხმება და ყველა საჭირო პროცედურის წარმოება.
- კონსტრუქციული ნახაზების გარჩევა;
- სამშენებლო ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება.
უნარები:
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი.
- არგუმენტირებისა და დასაბუთების უნარი.
- პრობლემასთან გამკლავების უნარი.
- შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.
- გუნდური მართვის და მათთან მუშაობის უნარი.
- პუნქტუალობა და დროის რაციონალურად გადანაწილების უნარი.
- განვითარებაზე ორიენტირებულობა.
სამუშაოს აღწერა:
- საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
- მუშა ნახაზის შედგენა და/ან რევიზია;
- მშენებლობის პროცესში ობიექტის კოორდინაცია-ზედამხედველობა;
- პროექტის სრული კომპლექტაციის მომზადების შედგენა/ორგანიზება, საპროექტო გუნდის კონტროლი/მენეჯმენტი.