სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო აცხადებს ვაკანსიას ფრესკოს ბუღალტრის პოზიციაზე
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 / დასვენების დღე : შაბათ- კვირა
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური ბუღალტრული დოკუმენტაციის და ოპერაციების წარმოება;
- დოკუმენტების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში(ბანკები, შესყიდვები, გაყიდვები, ხარჯები და სხვა);
- სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
- დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
- Rs.ge-ზე მუშაობა;
- პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები),
- ხელშეკრულებების ადმინისტრირება;
- სხვა, მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული ოპერაციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ბუღალტრულ პროგრამა „APEX”- ში მუშაობის გამოცდილება ჩაითველება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ პირობებში მუშაობის გამოცდილება და სტრესის გამკლავების უნარი.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
ტელ: + 995 32 2 907 907