კომპანია „აგროჰაბი“, ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში აცხადებს კონკურსს ბუღალტერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის 151, ავჭალა
ძირითადი მოვალეობები:
- რეალიზაციების აღრიცხვა და კონტროლი
- ანგარიშვალდებული პირების აღრიცხვა და კონტროლი
- ადგილობრივ ბანკებსა და უცხოურ ბანკებში გადარიცხვების შესრულება
- საბანკო ამონაწერების გატარება პროგრამაში
- ხარჯების დარიცხვა/ჩამოწერა
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
- მთავარი ბუღალტრის ან ფინანსური დირექტორის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
- მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება და ტრენინგები შესაბამისი მიმართულებით;
- საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ ACCA-ის F1 F2 F3 წიგნები.
- უპირატესობად ჩაითვლება ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის Apex-ის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
განაკვეთი სრული: კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 8 საათიანი სამუშაო განრიგი.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1800+
საბოლოო ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით
გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ მეილზე hr@agrohub.ge -ზე 2025 წლის 25 იანვრამდე. გთხოვთ დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „აგროჰაბი’’ საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
- ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება’
- შპს „აგროჰაბი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."