ბუღალტერი
თარიღები: 06 იან - 25 იან
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1800
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერი (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@agrohub.ge
კომპანია „აგროჰაბი“, ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში აცხადებს კონკურსს ბუღალტერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:  ქ. თბილისი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის 151, ავჭალა

ძირითადი მოვალეობები:
  • რეალიზაციების აღრიცხვა და კონტროლი
  • ანგარიშვალდებული პირების აღრიცხვა და კონტროლი
  • ადგილობრივ ბანკებსა და უცხოურ ბანკებში გადარიცხვების შესრულება
  • საბანკო ამონაწერების გატარება პროგრამაში
  • ხარჯების დარიცხვა/ჩამოწერა
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
  • მთავარი ბუღალტრის ან ფინანსური დირექტორის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
  • მინიმუმ ორწლიანი  სამუშაო გამოცდილება და ტრენინგები შესაბამისი მიმართულებით;
  • საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ ACCA-ის  F1 F2 F3 წიგნები. 
  • უპირატესობად ჩაითვლება ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის Apex-ის ცოდნა

პიროვნული თვისებები:
  • ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

განაკვეთი სრული: კვირაში 5 სამუშაო დღე,  დღეში 8 საათიანი სამუშაო განრიგი.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1800+ 
საბოლოო ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით
გთხოვთ დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ მეილზე hr@agrohub.ge -ზე 2025 წლის 25 იანვრამდე. გთხოვთ დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „აგროჰაბი’’ საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
  • სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
  • ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
  • მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
  • მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
  • ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
  • ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
    • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
    • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
    • მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
    • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
    • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
    • მონაცემთა გადატანის უფლება;
    • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
    • თანხმობის გამოხმობის უფლება;
    • გასაჩივრების უფლება’
  • შპს „აგროჰაბი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."