ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის უზრუნველყოფას. www.tpl.ge
ქოლ-ცენტრის ოპერატორის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
- სავალდებულო დაზღვევის პოლისით მოსარგებლეთათვის მომსახურების მიღების შესახებ პირველადი კონსულტაციის გაწევა, სავალდებულო მოქმედების სქემის დეტალური ახსნა;
- არა სიცოცხლის ზარალების შესახებ სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ინფორმაციის მიღება
- და მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების პროგრამულ სისტემაში აღრიცხვა, შესაბამის განყოფილებებთან ინფორმაციის გაზიარება და დამდგარი შემთხვევის პროცესის დასრულების შემდეგი მონიტორინგი;
- ცენტრში არსებული სატელეფონო მომსახურების სტანდარტის დაცვა და უზრუნველყოფა;
- შემოსული ზარების გადამისამართება თანამშრომლებზე;
მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები:
- გამართული, სწორი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შეფერხებების მართვის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
- კლიენტთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- აუცილებელია უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური, რუსული);
სამუშაო პირობები:
- მოქნილი სამუშაო გარემო: (თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა ნაწილობრივ იმუშაოს ოფისიდან (ქ.
- თბილისი), ნაწილობრივ მისთვის სასურველი ადგილიდან);
- მცოცავი სამუშაო ცვლა: სამუშაო ცვლა მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლას;
- ეტაპობრივად მზარდი სახელფასო და საბონუსე სისტემა;
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით;
- სწავლების დაფინანსება: პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ სასიამოვნო, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთზე ზრუნვა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა. გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tpl.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ქოლ-ცენტრის ოპერატორი
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 იანვარი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, ა(ა)იპ “სავალდებულო დაზღვევის ცენტრი” ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე,
კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით,
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანდიდატსა და ა(ა)იპ “სავალდებულო დაზღვევის ცენტრს” შორის გრძელდება შრომითი ურთიერთობა.
ა(ა)იპ ,,სავალდებულო დაზღვევის ცენტრი” კანდიდატის შესახებ მონაცემებს არ გადასცემს/არ ხდის ხელმისაწვდომს მესამე პირებისათვის კანდიდატისათვის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის საფუძველზე.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრს“ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე: dpo@tpl.ge
წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ ა(ა)იპ “სავალდებულო დაზღვევის ცენტრის” მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.