"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „იურისტის“ პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, საგარანტიო წერილები,ცნობები,მორიგებები) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, მათ შორის უცხოელ მომწოდებლებთან.
- შრომის კანონმდებლობის შესაბამისად შრომითი ხელშეკრულებების შაბლონების, ბრძანებებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
- კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
- კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება,ვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
- ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმისწარმოება;
- გაფრთხილების წერილების მომზადება და გაგზავნა;
- სარჩელების მომზადება; მათი სასამართლოში/მხარესთან გაგზავნის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
- კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- კომპანიის თანამშრომლებისათვის კონსულტაციების გაწევა და საჭირო საბუთების მიწოდება;
- მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი სიახლეების დანერგვა სამუშაო პროცესში.
- შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასება და კანონთან შესაბამისობაში მოქცევა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება.(სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია.)
- საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა : (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, მეწარმეთა შესახებ კანონის და სხვა აქტების ცოდნა)
- იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით) კერძო სექტორში.
- სასურველია საადვოკატო პრაქტიკა.
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.
- MS Office კარგად ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
- ბიზნესურთიერთობების დამყარების უნარი.
- დროის ეფექტური მართვის უნარი.
- პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი 3500 ლარიდან კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@midea.ge 2025 წლის 30 იანვრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
- წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
- გასაუბრება;
შპს "ემტექნიკსი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ემტექნიკსი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ემტექნიკსის"-ს მიერ სხვა, პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!