,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ სერვის დესკის ოპერატორი
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
სამუშაო ადგილი: დიღომი 7 , პიმენ ყურაშვილის 6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო გრაფიკი: ცვლადი გრაფიკი.
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- კომპანიის შიდა პროგრამებში მუშაობა;
- სატელეფონო ზარებზე დროული რეაგირება, სერვის დესკის სტადარტების დაცვით;
- ბიზენს საჭირებებებიდან გამომდინარე, მომხმარებლებთან გამავალი ზარების განხორციელება;
- კომპანიის სტანდარტებისა და გაიდლაინების შესაბამისად, მაღალი ხარისხით მომსახურება;
- აქტიური პრობლებური საკითხების მონიტორინგი.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B2 დონეზე;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ - ჩვევების ათვისების სურვილი ქონა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს;
- Fit pass ბარათს;
- ანაზრაურება: 1000 – 1100 ლარი (NET)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - სერვის დესკის ოპერატორი.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!