სს ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში ზედაზენი მარკეტინგის გუნდში აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- თითოეული ბრენდის მარკეტინგული გეგმის აღსრულება წინასწარ დადგენილი ბიუჯეტის მიხედვით;
- თითოეული ბრენდისთვის მომხმარებელთა პროფილების შედგენა და მათი დამოკიდებულების პერიოდულ კვლევაში ჩართულობა;
- თითოეული ბრენდის კომუნიკაციის სტრატეგიის აღსრულებაში ჩართულობა;
- მასშტაბური კამპანიების ფარგლებში, სარეკლამო სააგენტობთან ურთიერთობა;
- ბრენდის რეგულარული კომუნიკაციის პროცესში ჩართულობა;
- ბრენდის გაყიდვებსა და თრეიდ აქტივობებში ჩართულობა;
- ახალი ბრენდების შექმნასა და არსებული ბრენდების რეპოზიციონირება / რებრენდინგში ჩართულობა;
- სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება ან სტაჟირება მარკეტინგის სფეროში.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა (ინგლისური, რუსული)
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
- ტრანსპორტირება;
- კვება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 19 იანვარი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.