ბრენდ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ანაგი ქოლაბი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ბრენდ მენეჯმენტი

კომპანია „ანაგი ქოლაბი", რომელიც უზრუნველყოფს უძრავი ქონების დეველოპერულ სერვისებს, აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.


 მარკეტინგის ბრენდ მენეჯერი პასუხისმგებელია ბრენდის შექმნის, პოპულარიზაციისა და ზრდის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე. ბრენდ მენეჯერი უზრუნველყოფს, რომ ბრენდის კომუნიკაცია მომხმარებელთან  იყოს თანმიმდევრული და სტრატეგიასთან შესაბამისობაში სხვასახვა სამიზნე არხებით.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბრენდის სტრატეგიის იმპლემენტაცია ვერბალურ და ვიზუალურ კომუნიკაციაში;
  • მიმდინარე მარკეტინგული ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
  • კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი;
  • ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო პრეზენტაციების მომზადება;
  • შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ რეპორტების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

 

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთხსენებულ მოთხოვნებს, უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ  მისამართზე: info@anagicollab.ge  გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „გრაფიკული დიზაინერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.