„ვიანი“ აცხადებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას ბათუმში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: მ. იაშვილის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი, აეროპორტის გზატკეცილი #64
ძირითადი მოვალეობები:
- მიღებული ინფორმაციის სრულყოფილი ელექტრონული აღრიცხვა;
- თანამდებობრივი ინსტრუქციისა და სამუშაო გრაფიკის ზედმიწევნით დაცვა;
- სხვა და სხვა პროექტის ფარგლებში გამავალი ზარების წარმოება და ინფორმაციის, შეთავაზების ეფექტური მიწოდება
- შემოსულ ზარებზე დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია;;
- მომხმარებლის შეკითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა;
- შემოსული ზარის მიხედვით პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი დახმარების გაწევა მომხმარებლისთვის;
- შემოსული ზარების გადამისამართება;
- შემოსული ზარების ბაზაში ასახვა და რეპორტების წარმოება, მოთხოვნის შემთხვევაში;
- პოზიციის და კომპეტენციის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება.
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავავლებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება / სტუდენტი
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოსმენილის ადვილად გააზრებისა და გაანალიზების უნარი;
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- სწრაფიდა ორგანიზებული;
- დეტალებისადმი ორიენტირებული;
- კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარით;
- გუნდური
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 იანვარი, 2025 წელი
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=717
„ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.