„პაბინვესტი“ - საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ფინანსური ორგანიზაცია გთავაზობთ დასაქმებას. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე მრავალპროფილური კვალიფიკაცია, რითაც შეძლებ დაეხმარო ადამიანებს ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში.
იმუშაო ჩვენთან, ნიშნავს, შეუერთდე საქართველოს ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ფონდთან და ორგანიზაციასთან.
პაბინვესტი აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში
ანაზღაურება/გრაფიკი:
- ანაზღაურება: ხელფასი 1000 ლარი + ბონუსი
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
- სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათამდე
ძირითადი მოვალეობები:
- მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
- სიახლეების ინცირება და დანერგვა;
- მომხმარებლისგან შემოსული მოთხოვნა/პრეტენზიაზე რეაგირება და დამუშავება შესაბამის განყოფილებასთან ერთად;
- სიახლეების ინცირება და დანერგვა;
- კომპანიაში არსებული პროცესების მონიტორუნგი ინსტრუქციების შესაბამისად;
- მიმდინარე საქმიანობის მუდმივი რეპორტინგი ხელმძღვანელთან წინასწარ შეთანხმებული ვადებით, ხარისხითა და ფორმებით;
- სამუშაო პროცესებში შეუსაბამოების, ხარვეზებისა და რისკების გამოვლენა, მიზეზების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება ფუნქციონალურ ჭრილში;
- მონიტორინგის დოკუმენტაციის ყოველდღიური წარმოება;
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცონდა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესად;
პიროვნული მახასიათებლები:
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
გთავაზობთ:
- განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიტპასი
დაინტერესების შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს - გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@pab.ge . Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.