ვიდეომონიტორინგის სპეციალისტი

მივლინება: არა ხელფასი: 1000
უშიშროება/დაცვა: ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე ქ.ბათუმში.

სამუშაოს აღწერა
  • კომპანიის ფილილებისა და სერვისცენტრების  ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით უზრუნველყოფა და გამართულად მუშაობის კონტროლი;
  • მუშაობის პროცესში  არსებული ტექნოლოგიური, ტექნიკური, ორგანიზაციული პრობლემების/დარღვევების/შეფერხებების  აღმოჩენა, მიზეზების დადგენა და შესაბამისი ანგარიშების/მოხსენებების შედგენა  და შესრულების მონიტორინგი;
  • ვიდეოკამერების  ნებისმიერი გაუმართაობის შესახებ შესაბამისი სამსახურისთვის მიმართვა; უშუალო ხელმძღვანელისთვის რეგულარული ანგარიშების/მოხსენებების წარდგენა
  • ვიდეო მონიტორინგის ჩანაწერების ამოღება, კლასიფიცირება და შესაბამის სამსახურებზე მიწოდება წარმოდგენილი განჩინების საფუძველზე
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის ვიდეო მონიტორინგი;
  • კომპანიის მატერიალური ფასეულობების/ნაღდი ფულისა და  ძვირფასი ლითონების არამართლზომიერი ხელყოფის ვიდეო მონიტორინგი;
  • სალაროებისათვის შემუშავებული წესისა და პროცედურის შესრულების მონიტორინგი
  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციებისა და სალაროების სისწორის ვიდეო მონიტორინგი;
  • კომპანიის შინაგანაწესის, პროცედურების, პოლიტიკებისა და ინსტრუქციების დარღვევების იდენტიფიცირება.
  • თანამშრომელთა მხრიდან მომხმარებელთან ურთიერთობის, ჩაცმის ეტიკეტისა და ქცევის სტანდარტების ვიდეო მონიტორინგი;

ანაზღაურება
  • ფიქსირებული საწყისი ანაზღაურება  თანხა-1000 ლარი, ანაზღაურება იზრდება თვეების მიხედვით,შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე;
  • კვალიპიკაცია, ცოდნა და უნარები
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა,
  • მოტივაცია.

სამუშაო გრაფიკი 
ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ 

ელ-ფოსტის მისამართზე: hr@bermeli.ge და სათაურის ველში აუცილებელია მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: +995 568 700 300
შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.