კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.
ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
ანაზღაურება:1200 ლარი ( საბონუსე სისტემა) და უფასო კვება; ტრანსპორტირება აგლაძის ფილიალში კომანიის მიერ უზრუნველყოფით.
სამუშაო აღწერილობა:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
- კომპანიაში არსებული პოდუქციის შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება, პროდუქციის შეთავაზება და პოპულარიცაზია;
- ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა;
მისამართი: რაფაელ აგლაძის N51; კახეთის გზატკეცილი 65;
მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ;
- მომსახურების სტანდარტების დაცვა.
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დარწმუნების უნარი;
- კომუნიკაბელური და გუნდური
- შედეგზე ორიენტირებული;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
გრაფიკი:
- 8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 2 დღე დასვენება
- კახეთის გზატკეცილის N65-ში 09:30-დან 20:00 საათამდე, 1 საათი შესვენება (ცვლებით 09:30-18:30 ან 11:00-20:00)
- რ. აგლაძის N51-ში 09:00დან 20:00-მდე, 1 საათი შესვენება (ცვლებით 09:00-18:00 ან 11:00-20:00)
- ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას და უფასო კვებას.
გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ადგილმდებარეობა და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@modus.com.ge
გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით.