მცენარეთა დაცვის კომპანია აგრო ლიდერი 2020 აცხადებს ვაკანსიას ბრენდ კონსულტანტის პოზიციაზე თელავში. კომპანია ბაზარზე ოპერირებს სამი წელიწადია. აგრო ლიდერი 2020 რეალიზებას უწევს მცენარის მოვლის საშუალებებს და ნიადაგებს. აღნიშნული პროდუქცია წარმოდგენილია საქართველოში არსებულ ყველაზე მსხვილ ჰიპერმარკეტებში, როგორიცაა გორგია, დომინო, მიჰაუსი და ასე შემდეგ.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და სწორად შერჩეული პროდუქციის შეთავაზება;
- პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
- პროდუქციის რაოდენობისა და განლაგების კონტროლი;
- სამუშაო გარემოს მოწესრიგება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ინფორმაციის სწრაფი და ხარისხიანი ათვისების უნარი.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
- იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
დეტალები ვაკანსიის შესახებ:
- სამუშაო გრაფიკი: სრული (1 საათი შესვენება).დასვენების დღე: 2.
- სტაჟირების ვადა: 5 სამუშაო დღე.
- ანაზღაურება: 1000 ლარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV ელ ფოსტის საშუალებით : Agroleader2020@gmail.com ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე. ტელ: +995 595
43 70 00 ;+995 579 148339