შპს "პსპ ფარმა" აცხადებს ციფრული მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსიას ელ-კომერციის დეპარტამენტში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ინტერნეტ სივრცეში სარეკლამო კამპანიების დაგეგმარება, ბიუჯეტირება და მონიტორინგი
- ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგმვა ყველა შესაძლო ციფრული არხის გამოყენებით (Facebook, Google, Youtube, Instagram და ა.შ.)
- მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი/ანალიზი
- ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეების მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი გამოყენება
- SEO/SEM-ზე მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ცოდნა და გამოცდილება
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
- საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და Meta Ads Manager, Google Analytics, Google Ads, Remarketing, Google Tag Manager ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები
- სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
- ორგანიზებულობა;
- ოპერატიულობა;
- დროის მართვა
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 დეკემბერი, 2024 წელი.