მარკეტინგის სპეციალისტი

ბათუმი სრული განაკვეთი HORIZONS GROUP
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი

სამშენებლო კომპანია „ჰორიზონს ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე


მდებარეობა: ბათუმი

სამუშაო გრაფიკი: სრული


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება: მარკეტინგის, სოციალური მედია-მენეჯმენტის მიმართულებით;
  • გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
  • უცხო ენების - რუსულისა და ინგლისურის ფლობა C1 დონეზე (დამატებითი ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესად);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Powerpoint, Facebook Ads Manager, Google Ads, Google Analytics);
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვა, ორგანიზებულობ.


ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალური მედიის პლატფორმების მართვა;
  • ონლაინ სარეკლამო კამპანიების კონტენტების შექმნა და გაშვება;
  • Adobe Photoshop ან Adobe Illustrator -ის ცოდნა( ADS Manager-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • ქოფირაითინგი, აქტიური ჩართულობა საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის აქტივობებში (საკვანძო სიტყვების კვლევა, კონტენტის წერა და ოპტიმიზაცია);
  • სოციალური არხების მართვა (Facebook, Instagram, Linkdin) და კონტენტის შექმნა;
  • მარკეტინგული ფოტო/ვიდეო მასალების მომზადება და გაშვება.


თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ   მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე office@horizonsbatumi.com, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი.


შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.