ციფრული მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ლაიქ ჰაუსი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ (https://www.likehouse.ge/) , აცხადებს ვაკანსიას ციფრული მენეჯერის  პოზიციაზე, ქ. თბილისში. (განიხილება დისტანციურად მუშაობა)  

  • ძირითადი მოვალეობები: 
  • ციფრული მარკეტინგის მოკლე და  გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობის მიღება. 
  • ინტერნეტ სივრცეში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და მონიტორინგი.
  • სარეკლამო კამპანიების მართვა Google Ads, Facebook Ads, Instargram , Linkedin და სხვა ონლაინ არხებზე.
  • ვებ-გვერდის მართვა, მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესება მომხმარებელთა გამოცდილების (UX) და კონვერსიის ოპტიმიზაციის  (CRO) მიზნით.
  • მონაცემების ანალიზი და შედეგების მონიტორინგი.
  • კონკურენტების ციფრული არხების კვლევა.
  • სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა/მართვა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 
  • აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე. 
  • ინგლისური ენის გამართულად ცოდნა, როგორც საკომუნიკაციო, ასევე წერილობითი ფორმით. 
  • META ADS Manager, Google Ads , Google Analytics ცოდნა. 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა. 

ძირითადი უნარ-ჩვევები:
  • კრეატიულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას ;
  • მოქნილ გრაფიკს. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Hr@likehouse.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ციფრული მენეჯერი“.  
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 15  იანვარი

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს,  ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.