მექანიკოსი/საწარმოო შენობების დამლაგებელი

რუსთავი სრული განაკვეთი JSC CAUCASIAN PET COMPANY
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: მექანიკოსი დასუფთავება: დამლაგებელი
სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
ვაცხადებთ ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე: მექანიკოსი და საწარმოო შენობების დამლაგებელი

მექანიკოსი - 1 ვაკანსია
თანამდებობრივი მოვალეობები:
  • სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება.
  • აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა.
  • ფორმისმიმცემი პრესფორმების შეცვლა და გაწმენდა.
  • დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება.
  • ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი.

მოთხოვნები:
  • ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი.
  • მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში.
  • დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე).
  • ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა.
  • ქართული ენის და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენის ცონდა.
  • ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.
  • სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები. 

სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (საჭიროებიდან გამომდინარე ანაზღაურებადი დამატებითი სამუშაო დასვენების დღეებში); ხელფასი - 1250 ლარიდან ხელზე, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. გამოსაცდელი ვადის 3 თვის განმავლობაში -  1000 ლარიდან ხელზე, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.


საწარმოო შენობების დამლაგებელი - 1 ვაკანსია
თანამდებობრივი მოვალეობები:
  • საამქროს იატაკის კერხერით და სველი წესით დასუფთავება.
  • ნაგვის გატანა; მტვრის გაწმენდა; კედლების, კარების, ფანჯრების და მინის გამყოფების გასუფთაფება; ნაგვის ურნების დაცლა.
  • საამქროს ოფისების დასუფთავება.
  • დასუფთავების ბლანკების შევსება.
  • დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის კონტროლი.
  • დასუფთავების საშუალებების შესაკვეთად ბლანკის შევსება.

მოთხოვნები:
  • შრომისმოყვარე.
  • პასუხისმგებლიანი.
  • კარგი ფიზიკური ჯანმრთელობის მქონე.
  • ყურადღებიანი.
  • პუნქტუალური.
  • საქმის კარგად შესრულების უნარი.

სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 08:00-დან  17:00-მდე, შესაძლოა ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური სამუშაო დასვენების დღეებში. ხელფასი 800 ლარი ხელზე (გამოსაცდელი ვადის 1 თვის განმავლობაში 700 ლარი ხელზე).
ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს:  ჯანმრთელობის დაზღვევა; ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში); კორპორატიულ ნომერი; კვება; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (ბასეინი, სატრენაჟორო დარბაზი).

რეზიუმე გამოაგზავნეთ ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე ელ. მისამართზე viktoriya.kovalenko@caucasianpet.com