სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
ვაცხადებთ ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე: მექანიკოსი და საწარმოო შენობების დამლაგებელი
მექანიკოსი - 1 ვაკანსია
თანამდებობრივი მოვალეობები:
- სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება.
- აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა.
- ფორმისმიმცემი პრესფორმების შეცვლა და გაწმენდა.
- დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება.
- ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი.
მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი.
- მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში.
- დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე).
- ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა.
- ქართული ენის და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენის ცონდა.
- ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.
- სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები.
სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (საჭიროებიდან გამომდინარე ანაზღაურებადი დამატებითი სამუშაო დასვენების დღეებში); ხელფასი - 1250 ლარიდან ხელზე, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. გამოსაცდელი ვადის 3 თვის განმავლობაში - 1000 ლარიდან ხელზე, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
საწარმოო შენობების დამლაგებელი - 1 ვაკანსია
თანამდებობრივი მოვალეობები:
- საამქროს იატაკის კერხერით და სველი წესით დასუფთავება.
- ნაგვის გატანა; მტვრის გაწმენდა; კედლების, კარების, ფანჯრების და მინის გამყოფების გასუფთაფება; ნაგვის ურნების დაცლა.
- საამქროს ოფისების დასუფთავება.
- დასუფთავების ბლანკების შევსება.
- დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარის კონტროლი.
- დასუფთავების საშუალებების შესაკვეთად ბლანკის შევსება.
მოთხოვნები:
- შრომისმოყვარე.
- პასუხისმგებლიანი.
- კარგი ფიზიკური ჯანმრთელობის მქონე.
- ყურადღებიანი.
- პუნქტუალური.
- საქმის კარგად შესრულების უნარი.
სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 08:00-დან 17:00-მდე, შესაძლოა ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური სამუშაო დასვენების დღეებში. ხელფასი 800 ლარი ხელზე (გამოსაცდელი ვადის 1 თვის განმავლობაში 700 ლარი ხელზე).
ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს: ჯანმრთელობის დაზღვევა; ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში); კორპორატიულ ნომერი; კვება; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (ბასეინი, სატრენაჟორო დარბაზი).