AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას მოლარეს პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე. დასვენების დღეების შეთანხმება შესაძლებელია უშუალო ხელმძღვანელთან;
- სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი: 08:00-17:00, შაბათ-კვირას: 07:00-16:00;
- ანაზღაურება: 730 ლარი ხელზე ასაღები, ხოლო ყოველ მესამე თვეს დამატებითი ბონუსი - 370 ლარი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლების კონსულტაცია პარკირების ტარიფების შესახებ;
- პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
- პროგრამაში სერვისის მიწოდებისათვის აუცილებელი მონაცემებისა და რეკვიზიტების ასახვა;
- უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში სასურველია.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +99591959910 ლალი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან
მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ:
https://autopapa.ge/ge/page/about
https://m.facebook.com/autopapa.ge/
AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.