შპს „ელიტ მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ელექტრიკოსის პოზიციაზე მაღალი ანაზღაურებით.
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია ენერგეტიკის ფაკულტეტი);
- უპირატესია ცოდნა მძიმე, სამშენებლო და სპეც. ტექნიკის სფეროში;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის სფეროში (სასურველია გამოცდილება მძიმე, სამშენებლო და სპეც. ტექნიკის შეკეთება/რემონტში);
- ტექნიკური ნახაზების კითხვა/გარჩევა;
- კლიენტებთან შედეგობრივი ურთიერთობის წარმართვა;
- მართვის მოწმობის (B კატეგორიის) ფლობა;
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის სწორად მართვის უნარი;
- ენერგიულობა და აქტიურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- კლიენტებთან ურთიერთობაზე ორიენტირებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
- მძიმე, სამშენებლო და სპეც. ტექნიკის ელ. დიაგნოსტიკა;
- ელექტრო დაზიანებების აღმოჩენა, მათი აღმოფხვრა;
- ტექნიკის ელექტრო სქემების დამუშავება, შესწავლა.
ხელფასი შეთანხმდება გამოცდილებისა და ცოდნის მიხედვით ინდივიდუალურად, რომელიც კომპანიის მიერ განისაზღვრება საკმაოდ მაღალი ოდენობით.
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 09:00-14:00 (შაბათი)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV ფოტოსურათით მისამართზე: zantelidze@elitemotors.ge . გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!