კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - სუსტი დენების ინჟინერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს ელექტრო და მექანიკური საინჟინრო პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: პროექტების დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ანაზღაურება: 2000 - 4000 ლარამდე, გამოცდილებიდან გამომდინარე.
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-19:00. შაბათ-კვირის გარდა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. ვაჟა-ფშაველას №45
ფუნქცია-მოვალეობები:
- სუსტი დენების მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და პროექტის მომზადება;
- არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და კონკრეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა;
- პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობისას, პროდუქტის შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით;
- სუსტი დენების სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება;
- ინჟინერ-მემონტაჟეებთან, პროექტ-მენეჯერთან, ჯგუფების ხელმძღვანელებსა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ სხვა პირებთან კომუნიკაცია;
- შესრულებული პროექტის რევიზია;
- ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- საინჟინრო პროგრამების ცოდნა; (სასურველია- AUTOCAD);
- სუსტი დენების (სახანძრო სიგნალიზაციის, ვიდეო-მეთვალყურეობის, ინტერნეტის ქსელის, აუდიო სისტემის და სხვა სქემების შედგენა;
- განათლება: უმაღლესი განათლება ელექტროობის ან IT ინჟინერიის მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
უნარები და თვისებები:
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლიანი;
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- სამედიცინო დაზღვევა;
- პროფესიული განვითარება;
- სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება;
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- მზარდი ანაზღაურება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.facebook.com/sekkeipark
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!.