ინგლისურენოვანი მათემატიკის/ქიმიის-ბიოლოგიის მასწავლებელი

თბილისი სრული განაკვეთი სკოლა პროგრესი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება: სკოლის მასწავლებელი
ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის მასწავლებელი მათემატიკა,  ქიმია, ბიოლოგია 
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას  ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მათემატიკის,ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლის პოზიციაზე , ქალაქ თბილისში.  
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს  სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 
 „პროგრესი“ 2002 წელს დაარსდა  და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - „College Board”-ის მიერ.  
 „პროგრესს“ ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced,“ ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ. 
ეს ყოველივე „პროგრესს“ ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!  
ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!  
მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა! 
დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://americanacademyprogress.edu.ge/ 
 
თანამდებობის დასახელება: ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის მასწავლებელი - მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. 
 
ვაკანტური ადგილი და მიმართულებები: 
მათემატიკის მასწავლებელი - 1 ადგილი  
ქიმიის მასწავლებელი- 1 ადგილი 
ბიოლოგიის მასწავლებელი -1 ადგილი  
 
სამსახურის ადგილმდებარეობა:  ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.N39. 
გრაფიკი თითოეულ პოზიციაზე: არასრული   
ყოველთვიური ანაზღაურება: ერთ საგაკვეთილო საათზე, დარიცხული 25 ლარიდან. 
 
საკონკურსო მოთხოვნები: 
  • განათლება: უმაღლესი (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი შესაბამისი დარგის  მიმათულებით); 
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე, სავალდებულოა მინიმუმ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე; 
  • უპირატესობა მიენიჭება სასკოლო გარემოში და მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს. 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • თანასწორობის პრინციპებზე აგებული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო  გარემო შექმნაზე ზრუნვა; 
  • კეთილგანწყობილი, მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოს ორგანიზება უნივერსალური დიზაინის პრინციპების შესაბამისად; 
  • ყველა მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შემდგომში – სსსმ) მოსწავლეების)  ჩართვა სასწავლო პროცესში; 
  • კულტურული მრავალფეროვნების, დემოკრატიის, სამართლიანობის, კანონის უზენაესობის  აღიარება და პატივისცემა; 
  • კლასის მართვის ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენება; 
  • მოსწავლეების თვითრეგულირებადი ქცევის წახალისება; 
  • მოსწავლეებში მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა; 
  • მოსწავლეებთან კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება; 
  • მოსწავლეებისთვის თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის  შესაძლებლობის მიცემა; 
  • მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარების ხელშეწყობა; 
  •  კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიების ცოდნა და  
  • გამოყენება; 
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას კონსტრუქტივიზმის ძირითადი პრინციპებისა და დიფერენცირებული მიდგომების გათვალისწინება; 
  • კლასგარეშე (ექსტრაკურიკულარული)/არაფორმალური აქტივობების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით;  
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება და ციფრული მოქალაქეობის პრინციპების გათვალისწინება; 
  •  სასწავლო პროცესის დაგეგმვისას ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინება. 
  • სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა; 
  • საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება); 
  • თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა  
  • ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგკურსის/კურსების გავლა- 20 საკონტაქტო საათი; 
  • სასწავლო პროცესში სხვადასხვა დონის კურიკულუმების გამოყენება და მოდიფიცირება გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, ასევე მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით;  
  • მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით შესაბამისი მრავალფეროვანი ინტერაქციული სტრატეგიების გამოყენება;  
  • მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების (დაგეგმვა, მონიტორინგი, შეფასება) განვითარებასა და სწავლის ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება; 
  • თითოეული მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება;  
  • მოსწავლეთა  ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების (მაგ., საგნობრივი წრეები/კლუბები, სპორტული, სახელოვნებო ღონისძიებები და სხვ.)  განხორციელება. 
  • მრავალფეროვანი, სასწავლო მიზნის შესაბამისი, სკოლაში და სკოლის გარეთ არსებული რესურსების ადაპტირება და ეფექტიანი გამოყენება; 
  • მოსწავლეებისათვის სასწავლო რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო გამოყენება;  
  • სასწავლო მიზნისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასწავლო რესურსის მოძიება ან/და მომზადება მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით; 
  • მოსწავლეთა შეფასებისას შეფასების ძირითად პრინციპებზე ორიენტირება; 
  • სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების ფორმების გამოყენება; 
  • ეფექტიანი განმავითარებელი შეფასების/უკუკავშირის მიწოდება;  
  • მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზი ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით და სასწავლო პროცესის დაგეგმვა მასზე დაფუძნებით; 
  • მოსწავლეთა შედეგების შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიების/ინსტრუმენტების გამოყენება. 
  • მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან  ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და ქცევის შესახებ უკუკავშირის მიწოდებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის მიზნით;  
  • მოსწავლეთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობას;  
  • კოლეგებთან  თანამშრომლობას თვითგანვითარებისა და ურთიერთგანვითარების მიზნით, მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად; 
  • მოსწავლეთა ჩართვა ისეთ აქტივობებში, რომლებიც ზრდის სკოლისადმი მათი მიკუთვნებულობის განცდას; 
  • თავისი სამუშაო  სპეციფიკიდან გამომდინარე,დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ხელმძღვანელის დავალებების შესრულება. 
 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrtbilisi@schoolprogress.ge 
Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი დარგის ვაკანსიის დასახელება:  “მათემატიკის მასწავლებელი ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე”, “ფიზიკის მასწავლებელი ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე”,  “ქიმიის მასწავლებელი ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე”, ან “ბიოლოგიის მასწავლებელი ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე” , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 
 
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 20  დეკემბერი. 
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს. 
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით. 
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!