სპეციალური მასწავლებელი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მეცნიერება/განათლება: სკოლის მასწავლებელი, სპეც. განათლება
ქართულ - ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.  
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს  სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 
 „პროგრესი“ 2002 წელს დაარსდა  და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - „College Board”-ის მიერ.  
 „პროგრესს“ ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced,“ ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ. 
ეს ყოველივე „პროგრესს“ ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!  
ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!  
მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა! 
დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://americanacademyprogress.edu.ge/  
 
თანამდებობის დასახელება: სპეციალური მასწავლებელი 
ადგილების რაოდენობა: 1 
სამსახურის ადგილმდებარეობა:  ქ.ბათუმი, ვ.შამილაძის N30. 
გრაფიკი:  სრული ( 40 - საათიანი სამუშაო კვირა) 
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • საჭიროების შემთხვევაში მოსწავლის შეფასების საფუძველზე საგნის მასწავლებელთან ერთად ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა; 
  • მოსწავლის განვითარების გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება წინასწარ განსაზღვრული წესითა და პირობებით; 
  • სტატუსის არ მქონე ბავშვებთან იდივიდუალური მუშაობა, დაკვირვება რთულ ქცევებზე და შესაბამისი რეაგირება; 
  • ისგ გეგმის მიზნების მიღწევების შესახებ ანგარიშის წარმოება და წარდგენა ისგ ჯგუფთან; 
  • საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელთა, კლასის დამრიგებელთა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელთა/მეურვეთა კონსულტირება; 
  • თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 
 
დამატებით საჭირო კომპეტენციები: 
  • MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი); 
  • გუნდური მუშაობის, გუნდის მართვისა და სტრატეგიული დაგეგმარების გამოცდილება; 
  • ადამიანის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი; 
  • თანადგომისა და ემპათიის უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი; 
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა; 
  • მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ; 
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • მაღალი სამუშაო აქტივობა; 
  • სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირების უნარი. 
 
 
უპირატესობა მიენიჭება სასკოლო გარემოში და მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს. 
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrbatumi@schoolprogress.ge 
Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “სპეციალური მასწავლებელი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 
 
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 დეკემბერი. 
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს. 
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით. 
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!