კონსულტანტი

საზღვარგარეთ სრული განაკვეთი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
მივლინება: არა
ენები: გერმანული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
გერმანული კომპანიისთვის Fleisch-und Wurstwaren Schmalkalden GmbH Thüringen ვეძებთ ხორცპროდუქტების მაღაზიის კონსულტანტს სრულ განაკვეთზე.

დასაქმების ადგილი: გერმანია, თიურინგიის ფედერალური მიწა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, უვადო ხელშეკრულებით, თუ ფლობთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომს. ენის სერტიფიკატი სავალდებულო არ არის. ან სრული განაკვეთი, პროფესიული საგანმანათლებლო კურსის პარალელურად, თუ არ ფლობთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომს. ენის სერტიფიკატი სავალდებულოა.
სამუშაოს დაწყების დრო: 2025 წლის მარტი

სამუშაო აღწერილობა
  • ხორცისა და ძეხვეულის პროდუქტების გაყიდვა, შეკვეთების მიღება და მომხმარებლების კონსულტაცია მათი სურვილებისა და საჭიროებების შესაბამისად
  • მაღაზიაში ინტეგრირებული კაფესთვის კომპანიის მიერ შემუშავებული რეცეპტებით კერძების მომზადება
  • დახლისა და სავაჭრო სივრცეების გაფორმება დანერგილი სტანდარტების შესაბამისად (კომპანია გავითვალისწინებს თქვენს კრეატიულ იდეებსაც)  
  • ჰიგიენის და ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვა დახლსა და სამზარეულოს სივრცეში.
  • თქვენი პროფილი
  • გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის მზაობა, კომუნიკაციის უნარი და დახმარებაზე ორიენტირებულობა
  • სანდოობა და სიზუსტე
  • კულინარიის სიყვარული, რაც დაგეხმარებათ მომხმარებლების უკეთ გაგებასა და მათთვის სწორად კონსულტაციის გაწევაში
  • სასურველია, ხორცპროდუქტების გაყიდვების სპეციალისტის განათლება, მაგრამ ჩვენი კარი ასევე ღიაა დამწყებთათვისაც.
 
ჩვენი შეთავაზება
  • ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით, საათში 13,5 Euro-დან
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • პრემიები, ფასდაკლებები, ბონუსები და სხვ.
  • კარიერული განვითარების პერსპექტივა.
  • სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა და მოხალისეობრივი საქმიანობის მხარდაჭერა
  • კორპორატიული ღონისძიებები

კომპანიის შესახებ:
Fleisch-und Wurstwaren Schmalkalden GmbH Thüringen არის ერთ-ერთი წამყვანი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია თიურინგიაში, რომელიც ასაქმებს 350-ზე მეტ ადამიანს საწარმოსა და 30-ზე მეტ მაღაზიაში. კომპანია ოპერირებს „Thüringer Landstolz“-ის სახელით და 1990 წლიდან აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ხორცისა და ძეხვეულის პროდუქტებს ტრადიციული მეთოდებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მუდმივად ზრუნავს ხარისხის კონტროლსა და მაღალ სტანდარტებზე. „Thüringer Landstolz“-ის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომია საცალო ვაჭრობაში, ფილიალურ ქსელში, საერთაშორისო და ონლაინ ბაზრებზე.

კომპანია იზრუნებს იმაზე, რომ დროულად მიიღოთ სამუშაო ვიზა. ასევე მხარს დაგიჭერთ საცხოვრებლის მოძებნის პროცესში. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე:  jobs@dwv.ge